16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება.
50-მდე სერვისის მიღებას, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრის დახმარებით. მათ უნდა დარეკონ ნომერზე: 241 42 42 ან გამოიყენონ ვებსაიტი www.police.ge
დისტანციური მომსახურების მიღება შესაძლებელი საპატრულო პოლიციის ჯარიმების პროცედურებთან დაკავშირებით:
თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო ბაღებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი არამალფულჭებადი პროდუქტები მათ მშობლებს გადაეცემა.
მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ახალი ზომების შემოღებას COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად, იმ ფონზე, როცა ამ ახალი ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ გლობალურად 156,000-ს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა, ერთ-ერთი მონაცემის თანახმად, 5,800-ზე მეტია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტესტი ახალ კორონავირუსზე ნეგატიურია, - განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა.
"დღეს საღამოს მივიღე დასტური, რომ ტესტი ნეგატიურია", - ამბობს პრეზიდენტის ექიმი, შონ კონლი, 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. "ბრაზილიის დელეგაციასთან მარ-ა-ლაგოში სადილიდან ერთი კვირის შემდეგ, პრეზიდენტს სიმპტომები არ აღენიშნება", - ამბობს ის, ტრამპის ფლორიდის კურორტის შესახებ.
როგორც ტრამპმა მანამდე, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, მან ტესტი ჩაიტარა მას შემდეგ, რაც კურორტზე კონტაქტი ჰქონდა ბრაზილიის საპრეზიდენტო დელეგაციის რამდენიმე წევრთან, რომლებსაც შემდეგ COVID-19 ვირუსი აღმოაჩნდათ.
თეთრი სახლი მანამდე ამბობდა, რომ ტრამპის მხრიდან ტესტის გავლის საჭიროება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე სამ პირთან, რომლებსაც მოგვიანებით სიმპტომები განუვითარდათ.
ვაშინგტონში ბრაზილიის საელჩომ 13 მარტს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ მის ატაშეს, ნესტორ ფორსტერს, ტრამპთან სადილის შემდეგ სიმპტომები განუვითარდა, ისევე, როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის თანაშემწეს, რომელმაც ტრამპთან ერთად ფოტო გადაიღო.