მოხუცებისთვის ერთ დღეში შეგროვებული 55 ათასი ლარი
კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, სამმა ქალმა ქართველი მოხუცებისთვის 55 000 ლარზე მეტი შეაგროვა, ერთ დღეში, ფეისბუკის ჯგუფის საშუალებით.13 მარტს, დაახლოებით 4 საათზე მარიამ თითბერიძემ მარიამ ჯორბენაძესთან და მარიამ ცერცვაძესთან ერთად ფეისბუკზე შექმნა ჯგუფი “დავეხმაროთ მოხუცებს”. იდეა სპონტანურად გაუჩნდათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სოციალური დახმარების ცენტრმა “კათარზისმა” მომსახურების წესი შეცვალა და საკვებს შენობის ნაცვლად ეზოდან გასცემს.
საქართველოში დიდი სუპერმარკეტების ქსელების - როგორებიცაა გუდვილი, სმარტი, აგროჰაბი - ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მათ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს:
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პროდუქციასაც აქვს ვადა და ჩვენ შეიძლება ჩვენივე ოჯახებს მოვაკლოთ ეს შემოსავალი - აღმოვჩნდეთ ბევრი ზეთით, შაქრით, მარილით, რომელსაც აღმოვაჩენთ, რომ აღარ გვჭირდება".
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პარალელურად, ფეისბუკზე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ იმარაგებს ხალხი პროდუქტს. სუპერმარკეტის ქსელების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მათ ჭარბი მარაგი აქვთ და დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, ფასების ზრდა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.