Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:34 13.3.2020

ფონდი „ქართუ“ გამოხატავს მზადყოფნას, კორონავირუსის COVID 19-ის პრევენციისთვის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.

„ქართუს“ განცხადების თანახმად ფონდი მზადაა შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, ეს დანაკლისი თავად შეავსოს.

„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით,“- ნათქვამია ფონდი „ქართუს განცხადებაში.

14:38 13.3.2020

14:40 13.3.2020

კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორს 4 თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადებს - ამის შესახებ დღეს, 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გადავადება ეხებათ სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს და ტურიზმის სხვა სფეროებში მოქმედ კომპანიებს.

"ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში - და ეს თვეები გახლავთ მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი - დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

14:44 13.3.2020

რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა ახალ კორონავირუსზე, UNICEF-ის რჩევები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული მღელვარება აისახება ბავშვებზეც. უფროსებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში, მათ უჭირთ ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სწორად აღქმა. იმისათვის, რომ ბავშვებმა ახალი კორონავირუსის გამო ნაკლები იდარდონ და თან ვირუსის პრევენციის ჩვევები გამოიმუშაონ, გაეროს ბავშვთა ფონდმა რამდენიმე რჩევით მშობლებს მიმართა.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG