Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
15:00 13.3.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოს დღეისათვის აქვს იმის რესურსი, რომ ახალი კორონავირუსის გამოწვევას უპასუხოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

„თუ ასეთი აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე იმაზე, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება. მისი თქმით, ღონისძიებები, რომლებსაც გარკვეული ქვეყნები ახლა მიმართავენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული აქვს:

„ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. და გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

15:21 13.3.2020

15:40 13.3.2020

ბულგარეთის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან შეზღუდვას აწესებს.

ქვეყანაში დაიხურება ბაღები, საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები; აიკრძალება მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე სარისკოდ ითვლებიან.

წაიკითხე მეტი

16:06 13.3.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმოსვლის გამკაცრების რეჟიმს შესაძლოა რუსეთიც დაექვემდებაროს. „რუსეთის მიმართულებით მიმოსვლის გამკაცრება შეიძლება ღირდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ვირუსი საზღვრებს არ ცნობს და შესაბამისად აქცენტის მხოლოდ რუსეთზე გაკეთება არ შეიძლება:

„რა თქმა უნდა, აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემაზე და ვირუსზე, რომელიც, გვესმის რომ საზღვრებს არ სცნობს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული ღონისძიების მიღება საზღვარზე, ჩვენ ამას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG