Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:11 13.3.2020

13 მარტის დილის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 49 პირი იმყოფება. 45 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურე. 12 მარტს საკარანტინო სივრცეში 7 სამხედრო იმყოფებოდა. გორის ჰისპიტალში კარანტინის რეჟიმშია აზერბაიჯანის 4 და ბულგარეთის 1 მოქალაქეც. სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში მყოფთა უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობდა.

ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ 12 მარტს გაგზავნილ 2 ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ანუ ორ პირს არ დაუდასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება. დღეს, 13 მარტს ლაბორატორიაში გაიგზავნება კიდევ 4 ნიმუში.

დავით ბარლიანის განცხადებით, კარანტინის რეჟიმში მყოფი ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღემდე გორის ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცე დატოვა 8 მოქალაქემ.

13:30 13.3.2020

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, აცხადებს, რომ გეგმავს პარლამენტს სთხოვოს მხარდაჭერა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

წაიკითხე მეტი

13:48 13.3.2020

კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, სასესხო ვალდებულების მქონე ფიზიკურ პირებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა ბანკმა „ლიბერთიმაც“.

მისი განცხადებით, „დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები“.

„ლიბერთი“ შეღავათებს შესთავაზებს ტურიზმის სექტორს და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს.

14:33 13.3.2020

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენვიის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი ღონისძიებების შესახებ იმსჯელა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG