Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:36 12.3.2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო პრობაციონერებს 14 აპრილამდე პრობაციის ბიუროებში გამოცხადება აღარ ევალებათ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოც. მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება", - განმარტა მან.

12:43 12.3.2020

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, კლუბი “მტკვარზე”​ დროებით დაიხურა:

“ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია”​, - წერია “მტკვარზეს”​ ოფიციალური ფეისბუკის პოსტში.

13:00 12.3.2020

12 მარტის დილის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 34 პირი იმყოფება. ორ მათგანი კორონავირუსის COVID-19 ეჭვის გამო, განსაკუთრებულ კონტროლზეა. ამჟამად მათი ტესტირების პასუხს ელოდებიან.

გორის ჰოსპიტალში მყოფი 34 პაციენტიდან 7 სამხედრო მოსამსახურეა.

„ძირითადად, გამოხატულია დაბალი ტემპერატურა. განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არა აქვს. ახლო მომავალში იგეგმება იმ პაციენტების გაწერა, რომლებსაც შეუსრულდა კარანტინის 14 დღე:, - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

13:00 12.3.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს, 12 მარტს, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა. გახარიამ დავალება მინისტრებს მთავრობის სხდომაზე მისცა.

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე", - თქვა პრემიერმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG