Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:45 12.3.2020

ირანის საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები საქართველოში დაბრუნდნენ. მაქსიმე ქვილითაიამ და ლუკა გადრანმა გადაწყვეტილება კლუბ „შახინ ბუშერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. „სეპაჰანის“ წევრმა გიორგი გველესიანმა კი ირანი უფრო ადრე დატოვა, მუხლის ტრავმის გამო.

ქვილითაიამ და გადრანმა ინფექციურ საავადმყოფოში გაიარეს გამოკვლევა. ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, მაგრამ ორივე ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ერთი თვით შეჩერდა.

11:56 12.3.2020

12:03 12.3.2020

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მერიის სერვისების ნაწილის მიწოდება იზღუდება. ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეეხება იმ ტიპის მომსახურებებს, რომელიც ხალხმრავლობასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 13 მარტიდან იზღუდება მიწის ლეგალიზაციის საკითხზე განცხადებების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება იმ კომისიებისა და საბჭოების სხდომები, რომლებსაც მოქალაქეებიც ესწრებიან ხოლმე.

წაიკითხე მეტი

12:17 12.3.2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს სერვისებით სარგებლობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრებსა და სანოტარო ბიუროებში. გადაუდებელი საჭიროებაა, როცა გადადება გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ესაა მოწოდება, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციისთვის", - თქვა წულუკიანმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG