Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
21:01 11.3.2020

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიუსი. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის ინფექცია შეიძლება პანდემიად იქნეს განხილული“, თქვა მან.

ღებრეიეუსის თქმით, „WHO ღრმად არის შეშფოთებული დაავადების გავრცელებისა და სიმწვავის დონით და უმოქმედობის საგანგაშო დონით“.

22:17 11.3.2020

„პანდემიის გამოცხადება სიახლე არ იყო, ამას ველოდებოდით. დაახლოებით ორი კვირის წინ მათ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხე მეტი

23:04 11.3.2020

„ფეისბუკით“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის გადმოფრქვევა. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.

რაც შეეხება კორონავირუსის (COVIDF - 19) გავრცელების პრევენციისთვის რეალურად მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარდა იუსტიციის სახლში, სკოლებში, რომლებიც არდადეგების გამო დაკეტილია 1 აპრილამდე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში. დასუფთავების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოთხოვნამ ამ სერვისზე მკვეთრად იმატა და არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, ამ გზით დაიცვას თანამშრომლები ვირუსის საფრთხისგან.

10:45 12.3.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთან და ავსტრიიდან საქართველოში შემოსვლა მკაცრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პერმიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საქართველოს საზღვრის კვეთის დროს გამკაცრებულ რეჟიმს დაექვემდებარებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნის რეზიდენტები. ამ წესის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქე 14-დღიან სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი კორონავირუსზე ტესტის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. სხვა შემთხვევაში ისინიც კარანტინში მოხვდებიან.

ამ დრომდე მსგავსი შეზღუდვა იტალიაზე, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაზე მოქმედებდა.

წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:

  • ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG