თენგიზ ცერცვაძის თქმით, ერთი პაციენტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ნაღდი ფულიდან გადაედო
კორონავიირუსი - რა გავიგეთ მასზე ახალი?
ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ის ყველაზე გადამდებ დაავადებათა შორის არ არის. კორონავირუსით ყოველდღიურად მსოფლიოში საშუალოდ 56 ადამიანი კვდება, რაც ბევრად ჩამოუვარდება ისეთი დაავადებებით სიკვდილიანობის რიცხვს, როგორიცაა სეზონური გაციება, შიდსი და ტუბერკულოზი.
მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა უკეთ შეძლონ ვირუსის გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ექსპერტებს ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, არსებული კვლევებით რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაინც შეგვიძლია.
-
რისკის ჯგუფი: ასაკი, სქესი და დაავადებები
-
განკურნების სტატისტიკა და დაავადების სიმძიმე
-
გავრცელების გზები
-
რამდენხანს ცოცხლობს და სად?
-
როგორი ამინდი უყვარს?
წაიკითხეთ ვრცლად
არდადეგები სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის გადაწყვეტილებით არდადეგები სასწავლო დაწესებულებებთან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს