Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
17:39 11.3.2020

შეგვიძლია თუ არა ონლაინსწავლებაზე გადასვლა

რამდენად შეძლებენ ქართული სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინრეჟიმში მუშაობას, თუ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ეს აუცილებელი გახდება?

წაიკითხე ვრცლად

18:54 11.3.2020

კორონავირუსის გამო შეიძლება კონსტიტუციის საჯარო განხილვის წესი შეიცვალოს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა.

"ის აუცილებლად ჩატარდება, გამოვიყენებთ რეალურ სივრცეებს თუ ტელეკომუნიკაციის სხვა პლატფორმებს, სადაც ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას და მათგანაც მივიღებთ კითხვებს. ამაზე საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც იქნება", - თქვა თალაკვაძემ.

დღეს, 11 მარტს ბიუროზე არჩევნებთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილების პროექტი უნდა დარეგისტრირდეს. საქართველოს , მის მისაღებად საჯარო განხილვები აუცილებელია.

18:55 11.3.2020

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შეიძლება ერთი ან ორი წლით გადაიდოს, თუკი მისი ჩატარება წელს ვერ მოხერხდება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო. ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა Wall Street Journal-ს. მისი თქმით, თამაშების გაუქმების ან მაყურებლების გარეშე ჩატარების შემთხვევაში ფინანსური ზარალი ძალზე დიდი იქნებოდა. იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ ფიქრობს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გაუქმების შესახებ.

19:04 11.3.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. საბჭოს გადაწყვეტილება დღეს, 11 მარტს გახდა ცნობილი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG