Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
15:23 6.3.2020

როგორ შეძლებთ დაბრუნებას საქართველოში წესების გამკაცრების შემდეგ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩინეთიდან, სამხრეთ კორეადან, იტალიიდან და ირანიდან საქართველოში შემომსვლელი პირების კონტროლი გამკაცრდა. ყველა ადამიანს, ვინც ამ ოთხ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 14 დღე კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:

  • ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება. მომეტებული რისკის გამო შეწყდა ფრენები იტალიასთან.

11:23 7.3.2020

ახალი კორონავირუსის მე-10 შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს დაუდასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების მე-10 შემთხვევა დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს.

"გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით", - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე ფეისბუკზე.

წაიკითხე ვრცლად

11:33 7.3.2020

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 12-მდე გაიზარდა

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 140 ადამიანი, 42 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

წაიკითხე ვრცლად

10:13 9.3.2020

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით, COVID-19 დაავადების კიდევ ორი ახალი შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 13-დან 15-მდე გაიზარდა.

9 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 51.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG