ჩინეთში კორონავირუსის კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში
ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში. კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიასა და იაპონიაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს აცნობა იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მდგომარეობის შესახებ, - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.
გამყრელიძე ამბობს, რომ იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ადგილზე უნდა დარჩეს
„თუ იტალიაში დადასტურდა კორონავირუსი, მას იტალიაში გაეწევა სამედიცინო დახმარება. იქ იქნება ის იზოლირებული“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის შესახებ.
გამყრელიძის თქმით, სამედიცინო მიდგომით, გამოჯანმრთელებამდე ის უნდა დარჩეს ადგილზე.
იტალიის ელჩი: საქართველოს ინფიცირებული მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ენრიკო ვალვომ თქვა, რომ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია, - ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.