Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
21:35 4.3.2020

კორონავირუსი - ტურიზმის მტერი საქართველოში(ც)

  • ახალმა კორონავირუსმა საგონებელში ჩააგდო სასტუმროების ბიზნესი თბილისში - მარტის ჯავშნების 80% მოხსნილია;
  • მკვეთრად შემცირებულია ახალი ჯავშნების რაოდენობა და უკეთესი პერსპექტივა არც აპრილისთვის ჩანს;
  • რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტურისტული კომპანიებიც;
  • ტურიზმის ჯაჭვში ჩართულ ბიზნესრგოლებს დასაქმებულების დათხოვნა და სასტუმროების დაკეტვაც უწევთ.

თბილისის სასტუმროებში ყოველი ხუთი ჯავშნიდან ოთხი გაუქმებულია (საშუალოდ - 80%) - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია უმძიმეს ვითარებაზე ლაპარაკობს.

წაიკითხე ვრცლად

11:15 5.3.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დრომდე დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა იყო. სამივე ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

12:00 5.3.2020

პაატა იმნაძე: თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, იყოს იზოლაციაში, მოერიდონ მას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებსა და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მოუწოდებს, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ. იმნაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხე კვლავ არსებობს.

"არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს", - განმარტა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, ქვეყანაში სულ ლაბორატორიულად ვირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

16:45 5.3.2020

NCDC: იტალიიდან დაბრუნებული ყველა პირი თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტალიიდან დაბრუნებულთათვის კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევა.

ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდნენ.

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG