კორონავირუსის პრევენციისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი კვირით მუშაობას წყვეტს
"9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს", - განმარტავენ ბიბლიოთეკაში.
ხაშურიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ საქართველოს ერთი და ირანის ორი მოქალაქე
„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს თვითდინებით ოთხმა პირმა მიმართა. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს, 2 მარტს, დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასადილოში ყოფნისას შენიშნეს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ქვემო ქართლში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს
„სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალურად თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ჩაატარებენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერიის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა.
რუსთავის ბაგა-ბაღებში ეს პროცესი 28 მარტს დაიწყო.
ვირუსი, სახელად კორონა - ინტერვიუ ვირუსოლოგ ალექსანდრე ანჯაფარიძესთან
რატომ გაჩნდა კორონავირუსი ჩინეთში და რა არის ის, რაც ამ ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ? იცით, რომ ის ბულბულებსაც კი აქვთ? რას აზიანებს ეს ვირუსი? მართლა ასეთი გამძლეა? რა არის ის ორი გზა, რომლითაც კორონა გავრცელდა? რატომ არის მთავარი რეკომენდაცია მაინც და მაინც ხელების დაბანა?
ეს კითხვები რადიო თავისუფლებამ დაუსვა ვირუსოლოგ ალექსანდრე ანჯაფარიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, რომელიც 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და მას თავად აქვს აღმოჩენილი ორი ვირუსი - ადამიანის ჰეპატიტის E ვირუსი და მაიმუნების ჰეპატიტის A ვირუსი.