Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:18 1.3.2020

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე. მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა. ფაშინიანი წერს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა. სომხეთმა ირანთან საზღვარი ერთი კვირის წინ ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

14:19 1.3.2020

საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო -აცხადებს განათლების სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება. 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

14:22 1.3.2020

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. ყოველდღიურად სპეციალური ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის სერვისცენტრები და სახელოვნებო სკოლები.

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-დან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

14:55 1.3.2020

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე 24 ანალიზის პასუხს დღეს ველოდებით

საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი ცნობით, ნიმუშები ლუგარის ცენტრში თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან გაიგზავნა

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG