Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
15:04 1.3.2020

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უკვე მიიღეს რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის მორიგი სხდომაც 1 მარტს ჩატარდა.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

15:16 1.3.2020

შაბათს აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გამოწვეული პირველი სასიკვდილო შემთხვევა

შაბათს აშშ-ში დაფიქსირდა კორონავირუსი COVID-19-ით გამოწვეული პირველი სასიკვდილო შემთხვევა. ვაშინგტონის შტატში გარდაიცვალა 50-ს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც სასუნთქი გზების დაავადება სჭირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კორონავირუსს მიიჩნევს გლობალური მასშტაბის მაღალი დონის საფრთხედ.

წაიკითხე მეტი

15:34 1.3.2020

საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და ვაწვდით რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი ცნობით, რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა თბილისსა და საქართველოს სხვა ეპარქიებში. მან თქვა, რომ ამ შეხვედრებზე ლაპარაკი იყო ზოგად რეკომენდაციებზე ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. ხოლო, რაც შეეხება შეკითხვებს ზიარების საერთო კოვზით მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს.

00:18 2.3.2020

ინფექციურში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი რჩება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG