Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:28 29.2.2020

საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა ირანში. მას უდასტურდება კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან.

"ერთად იმყოფებოდნენ ირანში. შემოვიდა სახმელეთო გზით აზერბაიჯაგნის გავლით, 28 თებერვალს. ჰქონდა სიცხე 38 გრადუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, დაავადებულის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

14:10 29.2.2020

14:32 29.2.2020

პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარდება, რისთვისაც სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომამ, რომელიც 29 თებერვალს გაიმართა.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

"ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს", - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15:51 29.2.2020

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწვეტილება შეაჩეროს აღმზრდელობითი პროცესი 2 მარტიდან 16 მარტამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რისთვისაც საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG