წლის ბოლოს ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კოვიდპანდემია 2022 წელს დასრულდება და ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, სრულად აღდგება გლობალური ეკონომიკა. გამოწვევებად კვლავ მიიჩნევა ვაქცინაციის დაბალი ტემპი და კოვიდის ახალი შტამები, თუმცა ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი მაინც სახეზეა. რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ ოპტიმისტურ პროგნოზებს? ამ კითხვით მივმართეთ "ფორბს-ჯორჯიას" მთავარ რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს.