Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში


მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ.
მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ.

რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და უკრაინის ქართული დიასპორა ავრცელებენ.

ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).

„ასევე მონაწილეობას იღებდა გოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლაში, რომლის დროსაც მძიმედ მოიწამლა ქიმიური ნივთიერებით. საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ფრონტის ხაზზე“, - უთხრა ტელეკომპანია "მთავარს" უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ.

მალხაზ კვიჟინაძეს და ჯონი ოდიშვილს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG