ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli გთავაზობთ საუბარს ამერიკული ბიტ თაობის, „გატეხილი თაობის“ ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ შედევრზე, ჯეკ კერუაკის ლიტერატურულ ჰიტზე, „გზაზე“. ამერიკული ოცნება ყველას თავისებურად ესმის - სახლი, სამსახური და ოჯახი არის ამერიკული ცხოვრება, ხოლო გზა, ღმერთის ძიება და ის, რომ ადამიანი ჩვეულებრივ ყოფითობაში არ უნდა ჩაიძიროს, ესაა ბიტნიკების ამერიკული ოცნება. კანადელი ფრანგების შთამომავალი ჟან-ლუი ლებრი დე კერუაკი „სპონტანური წერის“ ტექნიკით შესრულებულ ამ რომანში ძეგლს უდგამს თავის დიდ მეგობრებს, ნილ კესიდის (დინ მორიარტი), უილიამ ბეროუზს (ბებერი ხარი ლი), ალენ გინსბერგს (კარლო მარქსი) და უამრავ სხვას, შესაშურ მეგობრობასა და მისკუიტეტს, ალკოჰოლს, ბენზედრინს, ღმერთს საკუთარ თავში. რატომ არ გაჰყვა ბოლო მოგზაურობაში სოლ პარადაიზი (ჯეკ კერუაკი) მორიარტის, როგორ მიატოვეს მეგობრებმა დიზენტერიით დაავადებული კაცი მექსიკაში, როგორ უნდა აიგდო კაცი მანქანის ძარაზე - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.