ცოტა ხნის წინ, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა თავის დროზე ძალიან ცნობილი ენათმეცნიერის და ეთნოლოგის, ადოლფ დირის ფოტოგამოფენა, რომელიც ასი წლის წინ საქართველოსა და კავკასიაში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ფოტოები, რომლებიც მიუნხების ხუთი კონტინენტის მუზეუმში ინახებოდა, საგანგებოდ საქართველოსთვის გაციფრულდა და ისინი გამოფენისათვის ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ შეარჩია ადოლფ დირი იღებდა იმ კავკასიას და მის მრავალფეროვნებას, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
ამ ვიდეოში ლაშა ბაქრაძე გვიამბობს ადოლფ დირის, ასი წლის წინ მისი კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის და იმ ფოტოების შესახებ, რომელშიც მან იმდროინდელი ცხოვრების სურათები გადაარჩინა.
ამ ვიდეოში ლაშა ბაქრაძე გვიამბობს ადოლფ დირის, ასი წლის წინ მისი კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის და იმ ფოტოების შესახებ, რომელშიც მან იმდროინდელი ცხოვრების სურათები გადაარჩინა.