30 აპრილს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ოპოზიციის ლიდერსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატს. საუბარი შედგა მსვლელობისას სომხეთის პარლამენტის შენობიდან რესპუბლიკის მოედნისკენ, სადაც ფაშინიანს დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შედეგები უნდა გაეცნო მხარდამჭერებისთვის:
რადიო თავისუფლება: ბატონო ფაშინიან, თქვენ გაქვთ ხალხის უდიდესი პატივისცემა. არ გეშინიათ, რომ იმედი გაუცრუოთ?
ნიკოლ ფაშინიანი: არა, არა, რადგან ვფიქრობ, ეს ენერგია სომხეთში რაღაც დიდებულში გადაიზრდება. ვფიქრობ, დიდი წარმატება გველის.
რადიო თავისუფლება: თქვენ განაცხადეთ, რომ გექნებათ კარგი ურთიერთობა რუსეთთან, დასავლეთთან და მეზობლებთან. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს?
ნიკოლ ფაშინიანი: ვფიქრობ, შესაძლებელია.
რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ გააკეთებთ ამას?
ნიკოლ ფაშინიანი: ფრთხილად.
რადიო თავისუფლება: რა იქნება თქვენი პირველი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის რანგში?
ნიკოლ ფაშინიანი: ვფიქრობ, ჟურნალისტებისთვის უნდა გავხსნათ მთავრობის სხდომა. ახლახან მიღებული იყო ცვლილება მედიისთვის მთავრობის სხდომის დახურვის შესახებ.
რადიო თავისუფლება: თქვენ ხშირად გადარებენ სააკაშვილს, ამ ვითარებას კი - 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“. ფიქრობთ, რომ არის რაიმე კავშირი სომხეთში ახლა მიმდინარე პროცესსა და საქართველოში 2003 წელს მომხდარს შორის?
ნიკოლ ფაშინიანი: არა, არა, რადგან ჩვენს რევოლუციაში საერთოდ არ არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. ჩვენი რევოლუცია არის გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე, ის არის სომხეთის წმინდა საშინაო საქმე და ჩვენი რევოლუცია მხოლოდ სომხეთის საშინაო ცხოვრებას ეხება.
რადიო თავისუფლება: რა არის თქვენი სიძლიერე?
ნიკოლ ფაშინიანი: ხალხის ძალა.