მაკო გომურისთვის სახელმწიფოს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. არც ის იცის, ოდესმე იპოვიან თუ არა სპეცრაზმელს, რომელმაც თვალის გარეშე დატოვა და არც ის, იტყვიან თუ არა, რომ მისი და სხვა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენება ნადირობას ჰგავდა.