Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თანასწორობის მოძრაობა“ პოლიციას სათანადო გამოძიებას სთხოვს


მეხუთე დღეა დაკეტილია „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისი. მოძრაობის წევრების თქმით, ოფისის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 28 სექტემბერს, საერთო ეზოს მეზობლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლგბტ აქტივისტებსა და მეზობლებს შორის მომხდარ ინციდენტს შსს ძალადობის მუხლით იძიებს. აქტივისტები პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, თავდამსხმელი აქტივისტებს მოკვლით ემუქრებოდა. კონფლიქტში მონაწილე მეზობელი ლგბტ აქტივისტებს აქეთ სდებს ბრალს ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მისი თქმით, დაწყებულია ხელმოწერების შეგროვებაც „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის დასახურად. „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ცხრა თვეა ფუნქციონირებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მუშაობა მოძრაობის ოფისში. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები შეშფოთებას გამოხატავენ თანასწორობის მოძრაობის ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. ინციდენტთან დაკავშირებით 14 ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ.
XS
SM
MD
LG