Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ბანკზე ქუთაისში

ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეიჭრა

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა.

მას მძევლად ჰყავს აყვანილი 12 ადამიანი და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

16:33 20.9.2022

დაახლოებით დილის 11 საათზე ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მამაკაცმა 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. მძევლების მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლებამ” მოაგროვა ინფორმაცია თავდამსხმელსა და მის მოთხოვნებზე.

16:20 20.9.2022

სოციალურ ქსელში ვრცელდება „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ადამიანის მიერ გადაღებული ვიდეო.

15:16 20.9.2022

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 20 სექტემბერს დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა.

ბანკში შეჭრიდან 14 საათამდე მან მძევლად აყვანილი პირების საშუალებით 3 ვიდეო გამოაქვეყნდა. ვიდეოკადრებში ჩანს ბანკში მყოფი პირები და თავად შეირაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი მოთხოვნების შესახებ სწორედ ამ ვიდეოებიდან იცის საზოგადოებამ და სამართალდამცველებმა.

14:52 20.9.2022

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში უკვე თითქმის სამი საათია 12 ადამიანი შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი. ის ითხოვს ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG