როგორ მივიდა თავდამსხმელი ბანკამდე და სად ჩაისვა იგი 112-ის თანამშრომელმა
თავმდამსხმელი, რომელიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, დანიშნულების ადგილამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა დათო მატუამ მიიყვანა.
დათო მატუა 112-ის თანამშრომელია - მეხანძრე-მაშველი. პოლიციაში უკვე გამოიკითხა. მოწმეს გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, ამიტომ თავად მედიასთან არ საუბრობს. დეტალებს, თუ როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული და ნიღბიანი პირი მის ავტომანქანაში, რადიო თავისუფლებას მოწმის ძმა, ბაჩანა მატუა უყვება.
ოქროს წამი თუ საათები - რა ევალება სახელმწიფოს
არავინ დავობს, რომ აუცილებელი იყო მძევლების სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ადამიანების სიცოცხლე დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი ფასეულობაა. კამათი საზოგადოებაში გამოიწვია იმან, მძევლების უვნებლად გადარჩენის აუცილებელი პირობა საკმარისია თუ არა სახელმწიფოს სწორი მოქმედებების, სიძლიერისა და თავდაჯერებულობის დასადასტურებლად.
- კონკრეტულად რა იწვევს კამათს?
- როდის ჩნდება ინტერპრეტაციების საშუალება?
- რა ევალება სახელმწიფოს კრიზისულ ვითარებებში საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით?
პასუხები ამ და სხვა კითხვებზე წაიკითხეთ აქ.
“დახვეწილი ქართულით საუბრობდა, არ ჰქონდა მეგრული კილო” - ყოფილი მძევალი ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს
რადიო თავისუფლება “საქართველოს ბანკის” ფილიალის იმ თანამშრომელს ესაუბრა, რომელიც 21 ოქტომბერს ბანკზე თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა. იგი იხსენებს თავდასხმას და მძევლობიდან დახსნის ამბავს.
“1-2 კვირა, ალბათ, ვერც გავალ სამსახურში. გაგვიჭირდება იმ შენობაში შესვლაც. ალბათ, ყველა მომხმარებელს ეჭვის თვალით შევხედავ. შევათვალიერებ, იარაღი ხომ არ აქვს-მეთქი. 12 წელია, ბანკში ვმუშაობ, აგვისტოს ომშიც გაბედულად შევდიოდით. მე ასე არასდროს გამჭირვებია”, - ამბობს ,„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
შს მინისტრის პირველი კომენტარი მძევლების დახსნისა და თავდამსხმელის მიმალვის შემდეგ - რა ითქვა
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ძებნა გრძელდება. შინაგან საქმეთ მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პირველი განცხადება ბოლო მძევლების გათავისუფლებიდან 12 საათის შემდეგ გააკეთა. აი, რა უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობის ეზოში.