Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივბლოგი: მძევლები საქართველოს ბანკის ფილიალში - ზუგდიდი

  • ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელი მიიმალა.
  • შეირაღებულმა პირმა ბანკის შენობა გვიან ღამით, 3 მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მას თან ჰქონდა მოთხოვნილი ფული; მძევლებს შორის იყო სამხარეო პოლიციის უფროსიც, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
  • ​თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ.
  • შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 18 მძევალი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს დაახლოებით, დღის 2 საათზე აიყვანა

ზაზა გოგავა: ჯერჯერობით მოგებულია თავდამსხმელი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში, მძევლების აყვანა კვლავ რჩება საზოგადოების განხილვის საგნად. მართალია, ყველა მძევალი გათავისუფლდა, მაგრამ თავისუფალია თავად შეიარაღებული თავდამსხმელიც, არავინ იცის მისი ადგილმდებარეობა და არც ის, თუ რას აპირებს იგი მომავალში.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მოქმედებებს თავდამსხმელის დასაკავებლად. რამდენად არის ეს შესაძლებელი მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი თავისუფალია? რამდენად სწორი იყო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება? რამდენად ეფექტიანად იმოქმედეს სამართალდამცველებმა და რა დასკვნა უნდა გაკეთდეს მძევალთა ამ კრიზისის შემდეგ? ამ და სხვა შეკითხვებზე რადიო თავისუფლებას უპასუხებს გენერალი ზაზა გოგავა.

წაიკითხე მეტი...

ბანკზე თავდამსხმელს, პოვნის შემთხვევაში, აფხაზური მხარე ქართველ სამართალდამცველებს გადასცემს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა „არარეალურს“ უწოდებს, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას. მედია პორტალ „სოვასთან“ საუბარში ის დასძენს, რომ თუ მან მაინც გადაკვეთა ე.წ. საზღვარი სოხუმი მზადაა ის თბილისს გადასცეს.

შამბას თქმით „სამსახურები მზადყოფნაშია“, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. „სოვას“ კითხვაზე, გადასცემს თუ არა აფხაზური მხარე, ქართველ სამართალდამცველებს ბანკზე თავდამსხმელს, მისი პოვნის შემთხვევაში, აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა“.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG