ვიდეო კომენტარები
ზაზა სარალიძემ სასამართლოს დარბაზი ხმაურით დატოვა
24 იანვარს, „ხორავას ქუჩის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ზაზა სარალიძემ თავისი გამოსვლა ბოდიშით დაიწყო, თუმცა მალევე ხმას აუწია, (სავარაუდოდ) ფოტოები მიაყარა მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუას და სხდომათა დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით, ხმაურის ფონზე გავიდა. სარალიძემ სასამართლოს ეზოშიც გაიმეორა, რომ „სუბელიანებმა და კალანდიებმა მას შთამომავალი“ მოუკლეს. გიორგი ჯანაშიას საკითხზე, საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო სარალიძე მედიასაც გაუბრაზდა.