Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური პროტესტსა და სახელმწიფოზე


ეკა გიგაური პროტესტსა და სახელმწიფოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:03 0:00

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიასა და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, „შეწყვიტოს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“, - ამგვარ შეფასებამდე მივიდა სამოქალაქო სექტორი, იმ სასამართლო პროცესის გამო, რომელზეც 18 ნოემბერს დარღვევების ჩადენაში ბრალდებული აქტივისტების საქმეები იხილება: „ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება“, - აცხადებენ არასამთავრობოები, რომელთაგან ერთ-ერთის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და Transparency International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობაზე და იმავე ინტერვიუში ცდილობს ერთგვარად დააზღვიოს მოქალაქეთა ნიჰილიზმი ზოგადად არჩევნების მიმართ, როგორი სისტემითაც უნდა ჩატარდეს ის: „ამ [საარჩევნო] სისტემის შეცვლისთვის თითოეული მოქალაქის აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, რომც არ შეიცვალოს ეს სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა გავიდეს არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოსალოდნელია ზეწოლა და სხვადასხვა დარღვევა, რადგან, როგორც ჩანს, მთავრობა მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე, მაინც გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მას ჰგონია, რომ იქნება კარგი ქვეყნისთვის“. რაც შეეხება დღევანდელ პროცესებს, ეკა გიგაური თვლის, რომ: „დღეს ხელისუფლება ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ყველა ინსტიტუციის, მათ შორის პოლიციისა და სასამართლოს გამოყენებას იმისთვის, რომ ამ აქტივისტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ითხოვს პროპორციულ სისტემას და გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ მოატყუა, ანახოს - თუკი ისინი განსაკუთრებით იაქტიურებენ, მათ დააკავებენ და შემდეგ ყველა პროცედურის დარღვევით წარიმართება მათი საქმე და საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდებიან. ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ დაანახონ, რომ მათ მხარეს არის ძალა და შეაშინონ ეს ადამიანები, მაგრამ არა მგონია, ვინმე შეშინდა ამის გამო. უბრალოდ, უფრო მეტად ბრაზდებიან ადამიანები და ცოტა დასაცინიც არის ეს ყველაფერი, რადგან არავის გასვლია ამ ქვეყანაში ასეთი ძალის დემონსტრირება. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე, როცა იმდროინდელი ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებდა ოპოზიციის დასაჩაგრად და მათ წინააღმდეგ ათასნაირი სანქციის გამოყენებას, 80-მდე ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამან არ უშველა ხელისუფლებას და ის შეიცვალა“. ეკა გიგაური ამბობს, რომ პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრამდე იცოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულების პერსპექტივაზე: „ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვიცოდი, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ სისტემის შეცვლას. შიგნიდან გამოდიოდა ინფორმაცია, რომ სერიოზულად განიხილავდნენ, რომ აი, ზუსტად ასე - მაჟორიტარები იტყოდნენ, ჩვენ არ ვემხრობითო და ამის შემდეგ დაიწყებოდა პროცესი. ჩემთვის, მაგალითად, ეს ახალი არ ყოფილა“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მთელ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აკისრებს მმართველ პარტიასა და მის ლიდერს: „აბსოლუტურად უკანონოდ მმართველმა პარტიამ ქვეყანას დაუბლოკა და შეუზღუდა განვითარება და არ მისცა საშუალება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანი გააკეთონ“. არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს 18 ნოემბერს დარღვევის ჩადენაში ბრალდებულთა ნაწილის ინტერესებს. მათ შორის, ერთ-ერთმა აქციის ადგილზე მისვლაც ვერ მოასწრო, ისე დააკავეს: „ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი, მაგალითად, არის გამყიდველი ელიავაზე, რომელმაც საერთოდ ვერც მიაღწი

XS
SM
MD
LG