უკრაინელი სამხედროები ახლა გამოცდიან ახალ დრონებს, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემით არის აღჭურვილი და მათ გამოიყენებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ.
დაბლა მფრინავი ეს დრონები მიწასთან არის “მიბმული” თხელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით, რომლებიც იხსნება, როდესაც დრონი შორდება კონტროლის აპარატს.
იმ დრონებისაგან განსხვავებით, რომლებსაც რადიოსიგნალით მართავენ, ახალი დრონების მიგნება და ჩახშობა შეუძლებელია
მტრის ძალების მიერ „ელექტრონული ბრძოლის“ იარაღის გამოყენებით.
კაბელი გადასცემს მაღალი ხარისხის სურათებს მიწაზე დეტონაციის მომენტამდე.
„ამ უპილოტო აპარატებს შეუძლიათ ფრენა საათში 60 კილომეტრამდე სიჩქარით, მანევრირება და 10 კილომეტრის რადიუსში ბოჭკოვანი ოპტიკა არ წყდება“, - ამბობს სერგეი ბესკრესტნოვი - უკრაინელი სამხედრო.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე ტვირთის გადატანა, დაბლა დაფრინავენ სიგნალის დაკარგვის გარეშე - შენობებს შორის, ან ტყეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დრონის თავდასხმებისგან ადრე დაცული ტერიტორიები ახლა სამიზნე შეიძლება გახდეს.
„ადრე, ჩვენს ბიჭებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება ტყის გზებზე, რადგან ტყე ახშობს რადიოსიგნალებს“, - ამბობს ბესკრესტნოვი.
„მტრის დრონისთვის ძალიან რთული იყო დაშვება ტყეში, ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, რადგან იქ რადიოსიგნალი იკარგება.“
მაგრამ დრონებს, რომლებსაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემა აკონტროლებს, აქვთ თავიანთი პრობლემებიც.
დამაკავშირებელი კაბელი შეიძლება გაიხლართოს, ან წამოედოს რაიმე საგნებს, ხოლო ხვიის მექანიზმი მას მატებს წონას და ამცირებს უნარს, გადაიტანოს მეტი ტვირთი.
„ჩვენი დრონების პირველი გამოცდა არც თუ ისე წარმატებული იყო, რადგან იყო პრობლემები ოპტიკურ ბოჭკოს ხვიებთან დაკავშირებით. მაგრამ ბოლო ტესტებმა აჩვენა, რომ არსებობს [შესაბამისი] ვარიანტები, სულ მცირე, ექვსი მწარმოებლისგან“, - ამბობს ბესკრესტნოვი.
რუსეთმა უკრაინას ბრძოლის ველზე, ძირითადად რუსეთის კურსკის რეგიონში, აჯობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კამერით აღჭურვილი დრონების (FPV) გამოყენებით. ეს დრონები უშუალოდ ფრენის დროს ადგილმდებარეობის მეთვალყურეობის საშუალებას იძლევა.
უკკრიაინის ძალები კურსკში მოულოდნელად შეიჭრნენ 2024 წლის ზაფხულში.
„ჩინელი მწარმოებლების ცნობით, რუსეთიდან შეკვეთების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება“, - ამბობს ბესკრესტნოვი. „ისინი სულ უფრო მეტ დრონებს აწარმოებენ და ჩვენი ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ ისინი სულ უფრო მეტად გამოიყენება ყველა ფრონტზე“.