დაეხმარება თუ არა ტრამპი გათავისუფლებაში იმრან ხანს?
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის მხარდამჭერები დიდი ხანია იმედოვნებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის 17-თვიან პატიმრობას დაასრულებს.
17 იანვარს 72 წლის კრიკეტის ყოფილ სუპერვარსკვლავს, რომელიც პოლიტიკოსად იქცა, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით. ისლამაბადი ვაშინგტონის პრიორიტეტი აღარაა 2021 წელს ავღანეთიდან აშშ-ის საბოლოო გაყვანის შემდეგ. არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ეს სახელმწიფო ტრამპის მეორე ვადის ფოკუსში მოექცევა. თუმცა, ხანის პარტია გამუდმებით ლობირებდა ტრამპის კამპანიას, რამაც აიძულა ტრამპის მოკავშირეები რიჩარდ გრენელი და მეტ გეტსი მისი გათავისუფლება მოეთხოვათ.
დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ამიერიდან ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას მეორე ვადით.
რას უნდა ველოდეთ ახლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადეს და ოფიციალურად შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. დღის დანარჩენი განრიგი ასეთია - ახლა ტრამპი და ვანსი ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრებიან კაპიტოლიუმში. დაახლოებით 15:30 წუთზე (00:30 თბილისის დროით) ტრამპი ოჯახთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საინაუგურაციო პარადში, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ჩაივლის. საღამოს სამი საინაუგურაციო წვეულება ჩატარდება. ელიან, რომ ტრამპი სამივე მათგანს დაესწრება და მხარდამჭერებს მიმართავს.
ფორუმი