Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - LIVE ბლოგი

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით.

21:36 20.1.2025
დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას მექსიკის საზღვარზე. ფიცის დადების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც შეუზღუდავი დაფინანსება გასცემს საგარეო საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს ამერიკის საზღვრების დაცვაზე“.

21:42 20.1.2025

ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებას "ნდობის კრიზისი" აქვს. "ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება" - თქვა ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლაში. მან ასევე პირობა დადო, რომ "დაამარცხებს სარეკორდო ინფლაციას".

21:51 20.1.2025

ტრამპი აცხადებს, რომ „მშვიდობისმყოფელი“ იქნება

დონალდ ტრამპმა რამდენიმე განცხადება გააკეთა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მან თქვა, რომ სურს იყოს „მშვიდობისმყოფელი“. შესაძლოა ამით ის მიუთითებდეს არაერთ დაპირებაზე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, თუმცა ეს ასევე შეიძლება შეეხებოდეს მძევლების გათავისუფლებაზე ჰამასის მიერ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის დასახელებული. მან ასევე თქვა, რომ მექსიკის ყურეს დაარქმევს ამერიკის ყურეს და, პანამის არხთან დაკავშირებით თქვა "ჩვენ მას დავიბრუნებთ". სხვა დამატებითი დეტალები ჯერ არ არსებობს, თუმცა ესაა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პირველი კონტურები.

21:56 20.1.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოსა და "მამაც ქართველ ხალხს" წარმოადგენს და მადლობას იხდის "ამ შესაძლებლობისთვის". მათ შორის, იგი მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალი დონის კონტაქტებისთვის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG