დაიწყებს თუ არა ირანი მოლაპარაკებებს ტრამპთან?
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები „აკრძალულად“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა 2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმება შეწყვიტა.
თუმცა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაქაიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „რეალისტურ მიდგომას“ დანერგავს და პატივს სცემს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის ირანის ინტერესებს.
მაიკ უოლცმა, რომელიც ტრამპის მრჩევლის თანამდებობის დაიკავებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მთავრობა თეირანთან დაკავშირებით „საკვანძო გადაწყვეტილებებს“ მიიღებს „მომდევნო თვის განმავლობაში“.
ირანის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მიანიშნეს, რომ მთავრობა ღიაა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის.
გადაწყვეტილებას საბოლოოდ ხამენეი მიიღებს. გადახედავს თუ არა ის პოზიციას მოლაპარაკების თაობაზე ლიდერთან, რომელსაც ერთხელ უკვე არასაიმედოდ მიიჩნია?
რას ელიან უკრაინელები ტრამპისგან
ირანის პრეზიდენტმა მოხსნა კარის ხალიჩა აშშ-ის დროშის გამოსახულებით
ბოლო დრომდე, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ოფისში მისულ ყველა სტუმარს შესვლამდე ფეხით უნდა გეთელა ამერიკისა და ისრაელის დროშები. ახლა, ფეზეშქიანთან დაახლოებული ირანული გამოცემის ცნობით, დროშები აიღეს.
ეს ნაბიჯი ფეზეშქიანის შემრიგებლური სიგნალების ფონზე განხორციელდა. ცოტა ხნის წინ NBC-თან საუბრისას მან თქვა, რომ ირანი პრინციპში ღიაა დიალოგისთვის ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან.
ისლამურ რესპუბლიკაში აშშ-ის დროშის გათელვა გავრცელებული ანტიამერიკული აქტი იყო ბოლო 45 წლის განმავლობაში. ბოლო წლებში ირანელების მზარდი რაოდენობა საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა და აკრიტიკებდა მსგავს ქმედებებს.
ფორუმი