ბაიდენმა და ტრამპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მელანია ტრამპს ესალმებიან
ტიკტოკი ინაუგურაციაზე საპატიო ადგილს დაიკავებს
პოპულარული სოციალური მედია პლატფორმის ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინაუგურაციაზე ტექნოლოგიის სხვა ლიდერებთან - მარკ ზაკერბერგთან და ილონ მასკთან ერთად იდება, პოდიუმის მახლობლად.
ტიკტოკმა აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს ამ აპლიკაციის აკრძალვის ამოქმედებას.
19 იანვარს, ღამით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში ტიკტოკმა დონალდ ტრამპს მადლობას გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში პლატფორმის შენარჩუნებას.
ბაიდენები ტრამპებს თეთრ სახლში მიესალმებიან
ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ და მელანია ტრამპებს თეთრ სახლში ჩაიზე მიესალმებიან ფიცის დადების ცერემონიამდე. დონალდ ტრამპმა ოთხი წლის წინ ინაუგურაციის დღეს არ ჩაატარა ჩაის ტრადიციული ცერემონია პრეზიდენტებს შორის, მაგრამ ბაიდენმა ეს პრაქტიკა გააცოცხლა.
ტრამპი კაპიროლიუმში მივიდა
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის შენობაში მივიდნენ. მათ ვაშინგტონის ქუჩები ერთად გაიარეს.
ფორუმი