Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - LIVE ბლოგი

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით.

19:54 20.1.2025

დაიწყებს თუ არა ირანი მოლაპარაკებებს ტრამპთან?

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები „აკრძალულად“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა 2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმება შეწყვიტა.

თუმცა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაქაიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „რეალისტურ მიდგომას“ დანერგავს და პატივს სცემს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის ირანის ინტერესებს.

მაიკ უოლცმა, რომელიც ტრამპის მრჩევლის თანამდებობის დაიკავებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მთავრობა თეირანთან დაკავშირებით „საკვანძო გადაწყვეტილებებს“ მიიღებს „მომდევნო თვის განმავლობაში“.

ირანის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მიანიშნეს, რომ მთავრობა ღიაა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის.

გადაწყვეტილებას საბოლოოდ ხამენეი მიიღებს. გადახედავს თუ არა ის პოზიციას მოლაპარაკების თაობაზე ლიდერთან, რომელსაც ერთხელ უკვე არასაიმედოდ მიიჩნია?

19:46 20.1.2025
ეს არის კონსერვატიული “ჰერიტიჯ ფაუნდეიშანის” შენობა, ანალიტიკური ცენტრისა, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ტრამპს ამ საარჩევნო ციკლში. აშშ-ის დედაქალაქმა ხმა კამალა ჰარისს მისცა, მაგრამ დღეს აქ ტრამპის მხარდამჭერები დიდი რაოდენობით ჩავიდნენ ინაუგურაციის აღსანიშნავად.
ეს არის კონსერვატიული “ჰერიტიჯ ფაუნდეიშანის” შენობა, ანალიტიკური ცენტრისა, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ტრამპს ამ საარჩევნო ციკლში. აშშ-ის დედაქალაქმა ხმა კამალა ჰარისს მისცა, მაგრამ დღეს აქ ტრამპის მხარდამჭერები დიდი რაოდენობით ჩავიდნენ ინაუგურაციის აღსანიშნავად.

19:44 20.1.2025

ტრამპმა და ჯეი დი ვანსი ვაშინგტონის ეკლესიაში მივიდნენ

ტრამპმა და ჯეი დი ვანსი ვაშინგტონის ეკლესიაში მივიდნენ
ტრამპმა და ჯეი დი ვანსი ვაშინგტონის ეკლესიაში მივიდნენ

დონალდ ტრამპი ხელს ართმევს არჩეულ ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს აშშ-ის დედაქალაქში მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში.

19:43 20.1.2025

ჩინეთი აშშ-ში ინაუგურაციაზე აგზავნის თავის ყველაზე მაღალჩინოსან პოლიტიკოსს

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი - ჩინეთის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც ოდესმე დასწრებია ამ ღონისძიებას.

ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიიწვია და, მართალია მან მიწვევა არ მიიღო, მაგრამ იშვიათი ნაბიჯი გადადგა და ვაშინგტონში გაგზავნა უმაღლესი თანამდებობის გამოცდილი პირი.

ჰან ჩჟენი 19 იანვარს შეხვდა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს. მათ განიხილეს "თემათა სპექტრი, მათ შორის ფენტანილის, ვაჭრობის ბალანსისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხები", - ნათქვამია ტრამპ-ვენსის გუნდის განცხადებაში.

ჰან ჩჟენი ასევე შეხვდა ამერიკელ ბიზნესმენებს, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს და ტრამპის თანამოაზრე ილონ მასკს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG