Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ სმიტი: „სააკაშვილი სიკვდილის პირასაა“


„მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა. დაუყოვნებლივ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რომ გადარჩეს“, - უთხრა ამერიკის ხმას“ ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და ექიმმა დევიდ სმიტმა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო დასკვნა დაწერა.

დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სხეულში არსებული ტოქსინები და ლითონები სიცოცხლისთვის საშიშია:

„სიკვდილის პირასაა, ორგანიზმს ტოქსინები ჭამს. საჭიროა ისეთ დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც ქელატაციური თერაპიით დეტოქსიკაციის გაკეთება იციან. ეს მეთოდი მძიმე ლითონებისგან ორგანიზმის გასათავისუფლებლად გამოიყენება“.

დევით სმიტი ვერ ამბობს, გამიზნულად მოხვდა თუ არა ექსპრეზიდენტის ხელში მძიმე ლითონები.

„ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ვფიქრობ, ექიმები ვერ მიხვდნენ, მოწამლული რომ იყო და მთელი რიგი წამლები გამოუწერეს, მათგან ბევრი საპირისპირო ეფექტის მქონე. არ იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა. მძიმე ლითონებით მოწამვლა მძიმე დიაგნოზია... როცა დააკავეს ჯანმრთელი იყო, ახლა - არაა... ახლა დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან ავად არის. ჩემი აზრით, ორგანიზმს ტოქსინები ჭამს, უნდა გადაიხედოს ყველა მედიკამენტი, რომლითაც მკურნალობენ. ვფიქრობ, ექიმებს კეთილი ზრახვები ჰქონდათ, უბრალოდ ამდენი სიმპტომის ფონზე ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. მთელი რიგი წამლებიდან ზოგმა მისი მდგომარეობა პირიქით გააუარესა, თუმცა, არ მგონია, რომ [ექიმებმა] ეს განზრახ გააკეთეს. ეს ჩემი აზრია“.

შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, დევიდ სმიტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბინძურებულ გარემოს უნდა მოშორდეს და მისი მდგომარეობა ხელმეორედ შეაფასონ.

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე / ამერიკის ხმა

XS
SM
MD
LG