"ჩვენ, დასავლეთს, არ დაგვიწყია ეს „ჩხუბი“ - მათ წამოიწყეს. და ვფიქრობ, რომ ეს ხალხი - ბატონი კობახიძე და სხვები, არც ისეთი ბრიყვები არიან. ადრე ვფიქრობდი: ო, ღმერთო, როგორ შეუძლიათ ასეთი ბრიყვები იყვნენ? მაგრამ არ არიან ისეთი ბრიყვები, რომ არ იცოდნენ, თუ რას სჩადიან, რა გზას დაადგნენ..." "ეს ყველას ესმოდა - შევარდნაძეს, ზურაბ ჟვანიას, სააკაშვილს, გამსახურდიასაც - როგორც ამბობენ, თუ დასავლეთთან არ ხარ, შენ აღმოჩნდები რუსეთის მხარეს..." - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს.