Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის დამარხული ნაღმები


დავით გარეჯის დამარხული ნაღმები
please wait

No media source currently available

0:00 0:09:01 0:00

28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია. აქციების პარალელურად, მუშაობას აგრძელებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, თუმცა საბოლოო შედეგამდე, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, წინ მოლაპარაკების კიდევ არაერთი რაუნდია. ამ ფონზე, როცა ხელისუფლებები ლაპარაკობენ, ხოლო აქტივისტები ამ დრომდე დაუდგენელ საზღვართან აქციებს მართავენ, არსებობს თუ არა იქ ვითარების დაძაბვის საფრთხე და რამდენად აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება? არის თუ არა ამ დრომდე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმარისად მკაფიო?

XS
SM
MD
LG