პოეტმა და პერფორმერმა ანდრო დადიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი და ჩარჩოში ჩასმული სალაროს 1.75 ლარიანი ქვითარი მიუტანა - სწორედ ამ ფასად შეძლო მისთვის უცნობმა ხანშიშესულმა კაცმა, საახალწლოდ, მაღაზიაში სამიოდე კვერცხის ყიდვა. წერილი კი ამ შინაარსის იყო:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული 60-65 წლის მამაკაცის პორტრეტით. ის მე „კარფურში“, სალაროს რიგში შემხვდა. მისი გამომეტყველება იყო გადაღლილი, რთულად დასამახსოვრებელი და ემოციური. ეს პორტრეტი ასახავს მის ეკონომიურ და სულიერ მდგომარეობას. ეს მისი საახალწლო სუფრის პორტრეტიცაა. იმედი მაქვს, ეს სურათი ოდნავ მაინც დაგაახლოვებთ საკუთარ მოქალაქეებთან. გისურვებთ დაემგვანოთ საკუთარ ხალხს“.
ანდრო დადიანმა ამ შინაარსის ერთკაციანი პერფორმანსი მთავრობის კანცელარიის წინ, 6 იანნვარს მოაწყო