სომხეთში 25 აპრილიდან განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულების მოთხოვნით. საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, განამტკიცონ ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვება, რომელსაც 23 აპრილს მიაღწიეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სერჟ სარგსიანის გადადგომით. 25 აპრილს, პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ელკმა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.