Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება უტყუარად მიიჩნევს რუსეთის კვალს MH-17-ის ჩამოგდებაში


17 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ კავშირი დონბასში მალაიზიის თვითმფრინავის (რეისი MH-17) ჩამოგდებასთან. მოსკოვი აცხადებს, რომ რაკეტა, რომელმაც 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდო „ბოინგი“, უკრაინას ეკუთვნოდა. მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლაი პარშინმა თქვა, რომ რაკეტა 1986 წლის დეკემბერში გაიგზავნა ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში უკრაინის ტერიტორიაზე, საიდანაც უკვე აღარ დაუბრუნებიათ რუსეთში. თუმცა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული აუდიო და ფოტომასლა ცხადყოფს, რომ რაკეტა, რომელმაც რეისი MN-17 ჩამოაგდო, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთის ერთ-ერთი სარაკეტო ბრიგადის კუთვნილება იყო.

XS
SM
MD
LG