პანდემია რომ დაიწყო, წნორში მიწის დამუშავების და თესვა-დარგვის პროცესი მიდიოდა. ბიოფერმერი, 26 წლის ნიკა ბაგალიშვილიც, რომელსაც მეორე წელია აქვს თავისი პატარა ბიომეორნეობა, სახელად სამყურა (დიდი ბოსტანი, როგორც სხვანაირად უწოდებს), ამ საქმიანობაში იყო ჩართული - ზაფხულისთვის მის მოწეულ ბიობოსტნეულს ქალაქში ბევრი ელოდებოდა და ყველაფერი უნდა მოესწრო. Covid 19-მა გეგმები ცოტა აურია - პომიდვრის ჩითილების გადარგვა დააგვიანდა, აგროსკოლის გაკვეთილებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ხოლო გადაადგილების აკრძალვამ და სხვა შეზღუდვებმა დახმარე მუშახელის ტრანსპოტირებაში შეუშალა ხელი, მაგრამ არ გაჩერებულა. ისევე როგორც წლების წინ, როცა აგრარულ უნივერსიტეტდამთავრებული სოფელში დაბრუნდა და მიწის დამუშავება დაიწყო - მაშინც ეუბნებოდნენ, რომ ტყუილად იწვალებდა და ჯობდა, ქალაქში რამე სამსახური ეშოვნა, მაგრამ ნიკამ ეს გზა აირჩია და წინ დიდი გეგმები აქვს.
ერთ თვეში მოსავალი უნდა მიიღოს და თავისი პატარა მანქანით თბილისში წამოიღოს გასაყიდად. იმედი აქვს, რომ პანდემია ამ დროს ჩავლილი იქნება.
ერთ თვეში მოსავალი უნდა მიიღოს და თავისი პატარა მანქანით თბილისში წამოიღოს გასაყიდად. იმედი აქვს, რომ პანდემია ამ დროს ჩავლილი იქნება.