Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნჰარდ შლინკი თბილისში - ინტერვიუ მსოფლიო ბესტსელერის,  „წამკითხველის“ ავტორთან


თბილისში იმყოფება ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერალი, იურისტი და სამართლის პროფესორი ბერნჰარდ შლინკი, ავტორი მსოფლიო ბესტსელერისა „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა დალდრიმ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.

თბილისში იმყოფება ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერალი, იურისტი და სამართლის პროფესორი ბერნჰარდ შლინკი, ავტორი მსოფლიო ბესტსელერისა „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა დალდრიმ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო - ქეით უინსლეტით მთავარ როლში.

შლინკი ბევრს წერს სამართლიანობაზე, ფაშიზმის დანაშაულზე, გერმანიის ისტორიული წარსულის გააზრებასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე. „წამკითხველმა“ დაადასტურა, რომ ეს თემები არ აწუხებს მხოლოდ გერმანიას.

„წამკითხველის“ (მთარგმნელები გვანცა შუბითიძე და ნათია ლაფერაძე) გარდა, ქართულად ნათარგმნია ბერნჰარდ შლინკის კიდევ ერთი რომანი - „ოლგა“ (მთარგმნელი - მაია ფანჯიკიძე). შლინკის ამ დროისთვის ბოლო წიგნი „შვილიშვილი“ გასულ შემოდგომაზე გამოვიდა.

ბერნჰარდ შლინკი საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მოწვევითა და ორგანიზებით იმყოფება და თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეა. მას მკითხველთან ორი შეხვედრა ექნება - 12 და 13 სექტემბერს, გოეთეს ინსტიტუტსა და მწერალთა სახლში.

XS
SM
MD
LG