ტრამპი: ღმერთმა სიკვდილისგან მიხსნა, რათა ამერიკული დიდება აღვადგინო
„ღმერთმა რაღაც მიზეზით მიხსნა სიკვდილისაგან“ - ამბობს დონალდ ტრამპი და კიდევ ერთხელ ეხმაურება 13 ივლისს პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მის მიმართ თავდასხმას.
„ეს მიზეზი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამერიკული დიდების აღდგენა იყო. და ახლა ამ მისიას ერთად ავასრულებთ“, - უთხრა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს.
„ჩვენი მისია მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველანაირ ენერგიას ... მივმართავ, რათა შევასრულო საქმე, რომელიც თქვენ მე მანდეთ“, - განაცხადა მან.
სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ
აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის არჩევნები ტარდება.
წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში, სულ მცირე, 51 წარმომადგენელი ეყოლება.
აქამდე სენატის უმრავლესობაში დემოკრატები იყვნენ.
დონალდ ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ სენატის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.
რაც შეეხება ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას - აქ ხმების კიდევ ბლომადაა დასათვლელი.
ზელენსკი: ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
„მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები“, - წერს იგი ტვიტერზე.
„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მიმართ მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერაზე“.
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ფორუმი