ვიდეო კომენტარები
არჩილ თალაკვაძე ირაკლი შოთაძეზე
„არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - თქვა 17 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. გენერალური პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ის მან საპროკურორო საბჭოს მიერ გადაგზავნილი სამი კანდიდატურიდან უნდა შეარჩიოს.