Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020 - განახლებადი ინფორმაცია

  • 2020 წლის 11 დეკემბერს პირველი სხდომა გამართა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები იყვნენ.
  • ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს - უარი მანდატებს!
  • ცესკომ გამოაქვეყნა პარტიების სია, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.
  • ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, არჩევნები რომ თვე-ნახევრის წინ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“, მისივე პროგნოზის მიხედვით, ხმების 60%-ს აიღებდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 3000-ზე მეტი უბნის მონაცემების მიხედვით, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი აქვს, მაჟორიტარული წესით კი 14, რაც მთლიანობაში ქმნის 76, ანუ იმდენს, რამდენიც უკვე საკმარისია უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმდჯომარემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრები გადაიღალნენ, რადგან ოთხი სხვადასხვა ბიულეტენით მიცემული ხმების დათვლა უწევდათ. 31 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

რუსეთის ფედერაცის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები საქართველოში, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არ არსებობს. კოსაჩოვი გაუმჯობესების წინაპირობად ასახელებს ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეცდომების აღიარებას აფხაზების და ოსების მიმართ, რომლებსაც რუსეთის ორ ხალხად მოიხსენიებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG