13 საათის მონაცემებით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა ხმების 30%-მდე მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძემ - 52%-ზე მეტი.
კახა კალაძე: ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ ყოფილა
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ფულის დარიგების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი:
„ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ არსებობს ბუნებაში. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეგეთი მტკიცებულება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მე და თქვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგეთი მტკიცებულებები ძალიან მარტივად“, - განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
სალომე სამადაშვილი: ივანიშვილმა გუშინ ღამე გააუქმა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია
პირდაპირი: "სამართლიანი არჩევნების" ბრიფინგი პარალელური დათვლის შედეგების შესახებ.