კობახიძე: შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება
„შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული, ნაცმოძრაობის ფეიკ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა პლატფორმა 2020“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე ცნობით, საარჩევნო ინვენტარის მოპარვა დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წამომადგენელს „ევროპული საქართველოდან“ და გიორგი ვაშაძის პარტიიდან, არზუმან ხასიევს და ელიმდარ მირიევს ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა.
ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრის“ დამკვირვებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა - ამომრჩევლები ბიულეტენებს პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავდნენ.
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. სიტუაცია ისევ დაძაბულია
🗳 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობის მაჩვენებელი 19.41%-ია.