ვალეს 33-ე უბანზე “ოცნების” კოორდინატორი მომხრეებს ითვლის - ვიდეო
"დამკვირვებელი, რომელიც ამბობს, რომ არის "ქართული ოცნებიდან", სიებით აღრიცხავდა ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ამტკიცებდა, რომ აღწერის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე, იმ შემთხვევაში რა მოხდებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე თქვენი საქმე არ არისო", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი დავით ახალკაცი.
“...ჩვენი ამომრჩევლის სიაა, მოვიდა თუ არა. ამომრჩეველს კი არ ვამოწმებ, ჩვენს მომხრეებს ვარეგისტრირებ მოვიდნენ თუ არა”, - ისმის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
აშშ-ის საელჩო: ამერიკას დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს
„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.
ბურჯანაძე: უარი ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა ჭაობში მიჰყავს
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ არჩევნებში მან ხმა ძალასა და გამოცდილებას მისცა.
ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია ხმის მისაცემად უბანზე მივიდა