Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020 - განახლებადი ინფორმაცია

  • 2020 წლის 11 დეკემბერს პირველი სხდომა გამართა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები იყვნენ.
  • ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს - უარი მანდატებს!
  • ცესკომ გამოაქვეყნა პარტიების სია, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.
  • ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში

🗳 82 წლის ქალი ხმას თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში აძლევს.

„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე არწასვლა და სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ზოგ უბანზე ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ "ევროპული საქართველოს" შემოხაზვა შეუძლებელია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები გურჯაანში, 31-ე უბანზე ამომრჩევლისთვის ბიულეტენების გადაცემისას, ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ მასზე „ევროპული საქართველოს“ ნომერი არის მოჭრილი - რაც კანონის მკაფიო დარღვევაა. კაპანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა, კომისიამ ის უბნიდან გააძევა.

სოფელ კაბალში გადასატანი ყუთი უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დააბრუნეს

როგორც რადიო თავისუფლებას უბნის კომისიის თავმჯდომარე ხურამან სადიხოვამ განუცხადა, იმ პირებს, ვისაც გადასატანი ყუთი ებარათ, მისი დალუქვა დაავიწყდათ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს დარღვევაა. ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა უბანზე საჩივარი დაწერეს და მოითხოვეს, საკითხი ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილოს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG